მთავარისიახლეებიმთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად - ზელენსკი

მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრიანის ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მიიღოს გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. საღამოს ტრადიციულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა კიევში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბჭო იკრიბება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მსგავს ფორმატში.

“მაგრამ ფორმალურადაა გარეთ. ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება ეს მხოლოდ დროის საკითხია. ასე რომ, შეხვედრა რეალურად უკვე შედგა ევროკავშირში. ობიექტურად, ჩვენი ქვეყანა ლიდერია იმ საფუძვლების დაცვაში, რომლებსაც ეყრდნობა ევროპის ერთიანობა. თანამედროვე ევროპის ერთიანობა, რომელიც აფასებს ადამიანის თავისუფლებას და ერთა თანასწორობას, აფასებს საერთაშორისო სამართალს.

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. დღეს კი შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ მოვისმინე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს – ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას”, – თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის, მისი ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან არის მსგავსი მზადყოფნა უკრაინაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...