კრემლის მუქარის მიუხედავად, სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსის რატიფიცირება მოახდინა.
რატიფიცირებას მხარი დაუჭირა პარლამენტის მმართველი პარტიის 58-მა დეპუტატმა, ოპოზიციის 25-ნა დეპუტატმა კი კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და დარბაზი დატოვა.
ამასთან, სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს განხილული ჰააგის სასამართლოს ვერდიქტთან კონტექსტში, რომელიც ვლადიმირ პუტინის დაკავებას გულისხმობს. ერევანი ამბობს, რომ რატიფიკაციის პროცესი ჩაშვებული იყო 2022 წლიდან, აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს.
ამავე დროს, კრემლში აცხადებდნენ, რომ მოსალოდნელ რატიფიკაციას განიხილავდნენ, როგორც “განსაკუთრებით მტრულ ნაბიჯს”. ასევე შეგახსენებთ, რომ ვლ. პუტინმა სწორედ ჰააგის სასამართლოს ვერდიქტის გამო განაცხადა უარი ბრიქსის სამიტში მონაწილეობაზე, რადგან მასპინძელ ქვეყანას – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას რომის სტატუსი აქვს რატიფიცირებული.
შეგახსენებთ, რომის სტატუსი უკვე 123 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული. რომის სტატუტის მიხედვით სასამართლოს განსჯად დანაშაულებში შედის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ყველაზე მძიმე დანაშაულად აღიარებული ოთხი დანაშაული: გენოციდი, ომის დანაშაულები, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და 2018 წლიდან სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ ასევე მოექცა აგრესიის დანაშაული.
საქართველომ რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინა 2003 წლის 5 სექტემბერს. შესაბამისად, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეების მიერ 2003 წლის 5 სექტემბრის შემდგომ ჩადენილ დანაშაულებზე.