“იმის მიუხედავად, რომ ვრჩები იგივე აზრზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი, ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ კომენტარშია საუბარი.
მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ქართველმა ხალხმა ასევე არ უნდა დაუშვას პრეზიდენტის უკანონო პატიმრობის პრეცედენტის შექმნა.
„იმის მიუხედავად, რომ ვრჩები იგივე აზრზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი, ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა ისევე როგორც არ უნდა დაგვეშვა პრეზიდენტის უკანონო პატიმრობის პრეცედენტის შექმნა, ნუ აღვუდგებით წინ ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ბოლო პერიოდში ვუყურებთ და ვხედავთ საერთაშორისო კვლევების შედეგებს, რომ 60 პროცენტამდე ქართველი ხალხის ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ვართ – მუქარის, ზეწოლის ,დაშინების და ა.შ, მათი ნება არის ურყევი. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას – ნუ აღუდგებით ქართველი ხალხის ნებას წინ, რადგან ქართველი ხალხი არ დაუშვებს პრეზიდენტის სასიკვდილო განაჩენს.“