მთავარისიახლეებისაზოგადოებასუს-მა სერბეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ჩატარებული ტრენინგი ფარულად ჩაწერა

სუს-მა სერბეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ჩატარებული ტრენინგი ფარულად ჩაწერა

Published on

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს.

სუს-ი სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროვებს.

სუს-ის მიერ გამოქვეყნებული “მტკიცებულებების ნაწილი” შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე:

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...