მთავარისიახლეები"შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

“შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

Published on

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, “შეკრებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

განსახილველად კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს გადაეცა.

ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ინიციატივის მიზეზად სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება დაასახელეს “სახელმწიფო გადატრიალებაზე”.

“ამ საკითხის უგულებელყოფა და გადადება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პირდაპირ დარტყმა”, – თქვა მათიკაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობას სთავაზობდა არ განეხილა საკითხი დაჩქარებული წესით და ეუთო ოდირი, ასევე ვენეციის კომისია ჩართულიყო პროცესში. “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ კი “ოცნებას” მოუწოდა 12 დეკემბრის შემდეგ განეხილათ კანონპროექტი, რადგან მისი თქმით, 12 დეკემბრამდე საქართველოს ისტორიული ბედი წყდება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

“თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ რომ კარავი არის განმსაზღვრელი თქვენი დამხობის?! თქვენ თუ კარვების გეშინიათ, თქვენი სიმბოლო, თქვენ ხელისუფლებაში რითი მოხვედით, რკინის საკნებით, რუსთაველზე 3 თვე იდგა, რკინის საკნებსაც ეხება თუ მარტო ნაჭრის კარვებს”, – იკითხა გოცირიძემ.

“საქართველოსთვის” დეპუტატმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” პირდაპირ ანტიდასავლურ რიტორიკას აღვივებს, მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ერთადერთი, ვისაც რადიკალური სცენარი უნდა საქართველოში – რუსეთია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...