სახელმწიფოს კუთვნილი 330 097 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს

0
100

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მხილებულია 4 პირი.

მათგან ერთ-ერთი, რომელიც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია, სახელმწიფოს კუთვნილი 330 097 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზეა მხილებული.

ტენდერში გამარჯვების შედეგად, ბრალდებულის მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიას უნდა უზრუნველეყო სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

“2021-2022 წლების პერიოდში, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეადგინა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტები ე.წ. ფორმა N2-ები, რომლებშიც გაზრდილი იქნა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რა გზითაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 330 097 ლარს.

გამოძიების პროცესში ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულების ხარისხსა და მოცულობაზე კონტროლის მიზნით, დამკვეთმა დაიქირავა სპეციალისტები, რომლებმაც თავის მხრივ, არ განახორციელეს შესაბამისი რეაგირება კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან არსებულ დარღვევებზე, რითაც მას საშუალება მიეცა უკანონოდ დაუფლებოდა სახელმწიფო თანხებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 182-ე, 220-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატიაპრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს
შემდეგი სტატიაNGO-ები შოვსა და გურიაზე: ვითხოვთ ეფექტიან გამოძიებას, უწყებებმა უნდა უპასუხონ მნიშვნელოვან შეკითხვებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური