პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, ამის წახალისება ხდება უცხოეთიდან ე.წ მეგობრების მხრიდან – კალაძე

0
123

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ პრეზიდეტნი კონსტიტუციას მიზანმიმართულად არღვევს, რაშიც ე.წ. მეგობრები, ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი უწყობს ხელს.

“შემაშფოთებელია, ის რასაც პრეზიდენტი აკეთებს. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უპატივცემულობაა. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თავადვე არღვევს მას, თან მიზანმიმართულად. შეუძლებელია კონსტიტუციის დარღვევა საპირწონე იყოს ევროპული მომავლის და ევროინტეგრაციის. ამ ყველაფრის წახალისება ხდება ე.წ მეგობრების მხრიდან, უცხოეთიდან. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ყველას ვეტყვი, საქართველო შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა. დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესს და არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, შემდეგ ეს ქვეყანა საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ”, – თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც ერთსა და იმავე ადგილზე აყენებენ კონსტიტუციის დარღვევას და ევროპულ მომავალს.

“გამოდიან რადიკალები – ადგილობრივი ოპოზიცია და გარეთ მათი მხარდამჭერები, ზოგიერთი ევროპარლამენტის წარმომადგენელი და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. პარალელს ავლებენ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასა და ევროინტეგრაციის პროცესს შორის”, – თქვა მან.

წინა სტატიაევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში იმყოფებიან
შემდეგი სტატიადავასრულეთ “გირჩის” მავნებლობა, რომლითაც ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი – ღარიბაშვილი თავდაცვის კოდექსის მიღებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური