მთავარისიახლეები2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც "ოცნების", არამედ ქართველი ხალხისა...

2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ოცნების”, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ! – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ 2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად მის გამარჯვების დღედ.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა და რომ ოლიგარქის დამარცხების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია.

იხილეთ წერილი:

“2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ!

სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე ბევრ ჩვენს მეგობარსაც არ სჯეროდა, რომ საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო მიღებული, იმ ტრადიციას არ დაარღვევდა და არ მოხდებოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება.

მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა ქართულ ახალგაზრდა დემოკრატიას, სწორედ ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან და ნატოსთან !

მე 2012 წლის 2 ოქტომბერს დაგპირდით, რომ ვიბრძოლებდი ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვრის შენარჩუნებისთვის! დღე არ გასულა ისე, რომ ჩემი გუნდის წევრებს არ ემხილა “ქართული ოცნება” კორუფციასა და კრიმინალების მფარველობაში. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შეუძლებელი შეძლო და მიუხედავად ყოველდღიური ფიზიკური წინააღმდეგობისა, არ მისცა საშუალება ივანიშვილის ხელის ბიჭებს, ბოლომდე გაენადგურებინათ და ფეხქვეშ გაეთელათ ჩვენი შექმნილი თანამედროვე საქართველო.

მაგრამ უკვე აშკარაა, რომ საფრთხე ვარდების რევოლუციის მთავარ მონაპოვარს ექმნება.

დღეს ჩვენ ვკარგავთ ყველაზე მთავარს – ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას!

ამიტომაც დღეს დაყოფის დრო აღარ არის! ოლიგარქის დამარცხების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია.

დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა. ამიტომაც ჩვენი ამოცანაა: გადავარჩინოთ საქართველო და შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ვერანაირი გარე ძალა და ოლიგარქები ვერ დაეპატრონებიან.

მე მზად ვარ, თქვენთან ერთად დავწერო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიის მომდევნო თავი!

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...