მთავარისიახლეებიუფრო და უფრო რუსულს ემსგავსება ეს რეჟიმი - ვაშაძე "ოცნების" დაანონსებულ ახალ...

უფრო და უფრო რუსულს ემსგავსება ეს რეჟიმი – ვაშაძე “ოცნების” დაანონსებულ ახალ კანონზე

Published on

უფრო და უფრო რუსულს ემსგავსება ეს რეჟიმი – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი “ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას ეშინიათ უამრავი ადამიანის, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ ხალხის ძარცვა და ფარცხალაძის დაცვა.

უფრო და უფრო რუსულს ემსგავსება ეს რეჟიმი. არა უბრალოდ სახელწოდებით, რომ რუსული რეჟიმია და ფარცხალაძის მცველები არიან, არამედ იმ გარემოთი, რასაც ქმნიან, ეშინიათ უამრავი ადამიანის, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ ხალხის ძარცვა, რომელსაც ისინი ახდენენ. ამოუვიდათ ყელში, რომ ფარცხალაძეს იცავენ და უნდათ ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა”. – აცხადებს ვაშაძე.

ქუჩის აქციები კარვების და ბარიერების გარეშე – ქართული ოცნება ახალ რეპრესიულ კანონზე იწყებს მუშაობს. კობახიძის გუნდი კანონს ისე ამკაცრებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პროტესტის გამოხატვის სივრცე ბოლომდე შეუზღუდონ. თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ.

თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....