მთავარისიახლეებიმსოფლიოვერბოვეს დასავლეთით ოკუპანტები, მინუმუმ, ერთი კმ-ით უკან განდევნეს

ვერბოვეს დასავლეთით ოკუპანტები, მინუმუმ, ერთი კმ-ით უკან განდევნეს

Published on

უკრაინელმა სამხედროებმა ვერბოვეს დასავლეთით გარღვევა განახორციელეს და “დრაკონის კბილებთან” გავიდნენ
რობოტინე-ვერბოვეს ხაზზე, ვერბოვეს დასავლეთით, უკრაინელმა სამხედროებმა გარღვევა განახორციელეს. უკრაინის მცველებმა უკვე გაიარეს დანაღმული ველები და ე.წ. დრაკონის კბილები, რაც იმას ნიშნავს, რუსული თავდაცვის მთავარი ხაზი გარღვეულია.
შეგახსენებთ, უკრაინული მედია და “ტავრიის” დაჯგუფებათა სარდლობა ჯერ კიდევ გუშინ დილიდან აანონსებდა “კარგ ახალ ამბებს” ზაპოროჟიის ფრონტიდან, რაც დროში ემთხვევა უკრაინელთა გარღვევის შესახებ დილანდელ ცნობებს.
26-27 სექტემბრის გეოლოკაციური რუკა მეტყველებს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინელ ქვეითთა რაზმებს დარტყმები მიაყენეს ვერბოვეს დასავლეთით. ოკუპანტების მხრიდან უპილოტოების გამოყენება იმას მოწმობს, რომ რუსი სამხედროები უკრაინელებმა თავიანთი სანგრებიდან განდევნეს, მინიმუმ, ერთი კილომეტრით მაინც – ამის შესახებ ცნობას უკვე აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...