მთავარისიახლეებიმზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მიწაზე შექმნილი რეალობისა და კრემლის ინტერესების გათვალისწინებით -...

მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მიწაზე შექმნილი რეალობისა და კრემლის ინტერესების გათვალისწინებით – ლავროვი

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.

“ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა განვითარდა მიწაზე და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთის საზღვრებზე მტრული ნაცისტური რეჟიმის შექმნის პრევენციის ინტერესების გათვალისწინებით”, – თქვა ლავროვმა “ტასთან” ინტერვიუში.

ის ისევ ამტკიცებს, რომ ამ “რეჟიმს” ღიად გაცხადებული მიზანი აქვს, რომ გაანადგუროს ყველაფერი რუსული ყირიმისა და ნოვოროსიის ტერიტორიაზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო რუსებით დასახლებული.

უკრაინის პოზიციაა, რომ მოლაპარაკება რუსეთთან შესაძლებელი იქნება, როცა რუსეთი ჯარი დატოვებს ყველა ოკუპირებულ რეგიონს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...