მთავარისიახლეებისაზოგადოებასტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონს ბიუჯეტიდან გადავიხდით, თქვა...

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონს ბიუჯეტიდან გადავიხდით, თქვა რომ ვალი ჩამოეწერებათ – კაკაურიძე

Published on

“რაც შეეხება სტუდენტებს, სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს არ განუცხადებია, რომ ჩვენ გადავიხდით ბიუჯეტიდან სრულად ამ თანხას. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს ჩამოეწერებათ დავალიანება. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ, პრემიერმა ახსენა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. რამდენს დავხარჯავთ ზუსტად, ეს გამოჩნდება დაახლოებით 2 თვეში, როდესაც ეს პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება აქ საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით უზრუნველყოფს ამ თანხების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება ამაში. […]

არავის არავინ არ აძალებს, უნივერსიტეტებს თუ არ ენდომებათ, კერძო უნივერსიტეტებზე მაქვს განსაკუთრებით საუბარი, მას შეუძლია თქვას უარი ამაზე, არავინ ამას არ ავალდებულებს, თუმცა ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ის ანაზღაურება, რაც შესთავაზა სამინისტრომ ლოგიკურია და უნივერსიტეტებისთვისაც ეს იქნება მისაღები, რომ სტუდენტებს ჩამოაწერონ ვალები”.

განაცხადა პარლამენტში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ “ევროოპტიმისტების” წევრებთან შეხვედრისას

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...