მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ-მა 8 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა

აშშ-მა 8 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა

Published on

შეერთებულმა შტატებმა 8 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა. ინფორმაციას Financial Times აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელზე უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსული სუვერენული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის და იურიდიული ჯგუფები “მუშაობენ იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს” ამ აქტივებით.

“ძირითადად, თუ ვიტყვი არა იურიდიული, არამედ მორალური და ეთიკური თვალსაზრისით, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რაც რუსებმა მიაყენეს უკრაინას, მათ უნდა შეუწყონ ხელი უკრაინის აღდგენას. იურიდიულად როგორ შეიძლება ამის გაკეთება არის ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ”, – განაცხადა პრიცკერმა.

აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ჯო ბაიდენს მისცემს უფლებას, ჩამოართვას რუსეთს სუვერენული აქტივები და გადასცეს ისინი კიევს უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის, მაგრამ არსებობს ეჭვები აშშ-სა და ევროკავშირის ადმინისტრაციებში ასეთი ნაბიჯის სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით, რამაც გაართულა დასავლელ მოკავშირეებს შორის გეგმის შეთანხმება.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი! ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული სახელმწიფო...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...