საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები ზუგდიდში აქციას მართავენ

0
117

ზუგდიდელი საქალაქთაშორისო ტრანსოპრტის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი შპს “ალიანსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილი მინი სადგურის გახსნას აპროტესტებენ. ისინი გუბერნიის წინ შეიკრიბნენ და რეისებს არ ასრულებენ.

“ეს სადგური არის თვითნებურად გახსნილი, ჩვენ წლებია ვმუშაობთ და ამათ საბუთებიც კი არა აქვთ წესრიგში, ვითხოვთ აკობიამ გააუქმოს ის რაღაც სადგური და მოგვცენ ნორმალურად მუშაობის საშუალება” – ამბობენ გაფიცულები.
შეგახსენებთ, რომ პროტესტი აღნიშნულ სადგურზე მძღოლებმა რამდენიმე თვის წინაც გამოთქვეს, მაშინ ამ პროტესტს ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, მძღოლები ამბობენ, რომ ახალი სადგური ფეხით სავალ ტროტუარზეა მოწყობილი, რომელიც საქმიანობას ნებართვის გარეშე აგრძელებს.

წინა სტატიაუკრაინაში დაცემული ზაქრო შუბითიძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიაპრორუსული დაჯგუფების მიერ არეულობისთვის ფულის შეგროვებისთვის ალტ-ინფოს ანგარიშები დაბლოკეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური