მთავარისიახლეებირუსეთმა აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო -...

რუსეთმა აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო – სახ.დეპი სომხეთზე

Published on

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა სომხეთთან მიმართებაში აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო.

მილერის განცხადებით, ვაშინგტონს სჯერა, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო მისია, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და ნდობა ყარაბაღის მცხოვრებლებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება იმ საჯარო განცხადებების შესაბამისად, რომელიც აზერბაიჯანმა გააკეთა.

“მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო. […] ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის ის, რასაც ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცდილობდით – გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს არის ის, რაც ჩვენ საჯაროდ ვთქვით, გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, თუ ორივე მხარე მზად იქნებოდა რთულ კომპრომისებზე წასასვლელად. ცხადია, ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ გვინახავს. მე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა განაცხადეს, რომ მომავალ კვირას აპირებენ შეხვედრას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეხვდნენ და საბოლოოდ გადალახონ განხეთქილება ორ ქვეყანას შორის”, – თქვა მილერმა.

წინა კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა სახლებს ტოვებს. ათასობით ადამიანი სომხეთის ტერიტორიაზე გადადის.

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა დაადასტურა, რომ 5 ოქტომბერს, გრანადაში სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...