მთავარისიახლეებიყარაბაღში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა - დაშავდა...

ყარაბაღში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა – დაშავდა 300-მდე

Published on

განახლებული ინფორმაციით, ყარაბაღში, სტეფანაკერტის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა მინიმუმ 290 პირი.

არსებული ინფორმაციით, შვიდი დაშავებული კლინიკაში დაიღუპა, 13 პირის ცხედარი იდენტიფიცირებული არაა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება არაერთი მოქალაქე, მათი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, უცნობია. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოსახლეობა რიგში დგებოდა მანქანებისთვის საწვავის მისაღებად, რათა რეგიონი დაეტოვებინათ და სომხეთში გადასულიყვნენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაშავებულთა დასახმარებლად ადგილზე სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...