მთავარისიახლეებიმოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა - პაპუაშვილი

მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა – პაპუაშვილი

Published on

გუშინ ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ეხებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ახალ წევრს, რომლის მიმართაც გარკვეული აგდებული სახის დამოკიდებულება ჩანდა პრეზიდენტის მხრიდან. ეს არის პირდაპირ თავდასხმა ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებზე, –

მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გუშინდელი სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან აგდებული სახის დამოკიდებულება იგრძნობოდა ეროვნული ბანკის საბჭოს ორი ახალი წევრის მიმართ.

პაპუაშვილის განცხადებით, ეს პირდაპირ თავდასხმაა ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებზე.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს და განცხადებებს, მიჭირს იმის თქმა, რა უფრო უარესია, ქმედებები პრეზიდენტის, თუ ამისი გამართლების მცდელობა. ერთი მეორეზე უარესია და სამწუხაროა ეს მდგომარეობა. ასე პირდაპირ თავდასხმა ეროვნულ ბანკზე. ჩვენ გუშინ ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ეხებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ახალ წევრს, რომლის მიმართაც გარკვეული აგდებული სახის დამოკიდებულება ჩანდა პრეზიდენტის მხრიდან. ეს არის პირდაპირ თავდასხმა ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებზე. აქ უკვე აღარც კონსტიტუციური ჩარჩოები მოქმედებს როგორც ჩანს პრეზიდენტისთვის, და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არც ადამიანური. რაც ჩვენ ვნახეთ განცხადების სახით, ის ცდილობდა გამართლებას თავისი ქმედებისა, რომ იყენებდა ორ ადამიანს, რათა პარლამენტისთვის რაღაც დაემტკიცებინა, ეს არის ჩვეულებრივი ღირსების შემლახავი დამოკიდებულება სხვების მიმართ. პრეზიდენტი არ ერიდება იმის თქმას, რომ სხვა ადამიანებს იყენებს კონსტიტუციური ბრძოლებისთვის. ერთადერთი, რაც შემიძლია მოვუწოდო, ეროვნული ბანკი გახლავთ პარლამენტთან ანგარიშვალდებული კონსტიტუციური ორგანო, ამიტომ პარლამენტის ვალდებულებაც არის, რომ როდესაც ხდება მასზე თავდასხმა, ამაზე გვქონდეს რეაგირება. მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...