საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა. ინფორმაცია თავდაპირველად BMG-მ გაავრცელა. ცქიტიშვილმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა – “როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება”.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესის ცვლილების შემდეგ ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. ოპოზიციის მტკიცებით, პეტიცია სუს-ის ზეწოლის გამო არ გამოქვეყნდა.
რა წერია სებ-ის თანამშრომლების ღია წერილში, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, სუს-ის მუქარის გამო ვერ გამოაქვეყნეს | “მთავარმა” განცხადება მოიპოვა
შეგახსენებთ, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.
20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.
ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი, აირჩია.