უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად პუტინმა შოიგუს ოქტომბრის დასაწყისამდე ვადა მისცა – ISW

0
108

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) კრემლის შიდა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავდაცვის მინისტრ შოიგუს ერთთვიანი ვადა მისცა, რათა უკრაინელების კონტრშეტევა შეაჩეროს და ფრონტზე სიტუაცია გააუმჯობესოს.

წყარო ამბობს, რომ შოიგუს 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისამდე აქვს ვადა, რომ ინიციატივა ფრონტის ხაზზე რუსეთის ჯარებმა დაიბრუნონ.

ISW წერს, რომ თუ ინფორმაცია მართალია, ის შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსმა სამხედრო მეთაურებმა, შესაძლოა დაუნდობელი კონტრშეტევების ბრძანეგბა გასცენ იმ იმედით, რომ უკრაინის კონტრშეტევას კულმინაციამდე მიიყვანენ, თუნდაც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ძვირ ფასად.

ISW-ის ანალიზში აღნიშნულია, რომ პუტინმა პირველად აღიარა უკრაინის კონტრშეტევის დაწყება 9 ივნისს და ორი ძირითადი და მუდმივი ნარატივს გაუსვა ხაზი, რომ უკრაინული ძალები ვერ მიაღწევენ მნიშვნელოვან შედეგებს და რომ ისინი განიცდიან მძიმე დანაკარგებს როგორც პერსონალის, ისე დასავლური სამხედრო აღჭურვილობის.

“პუტინი და კრემლი წარმოადგენენ რუსეთის თავდაცვით ოპერაციებს, როგორც დიდ გამარჯვებას ბრძოლის ველზე. და რუსეთის მუდმივი კონტრშეტევები საშუალებას აძლევს კრემლს განაცხადოს, რომ ეს ოპერაციები არის ინდივიდუალური გამარჯვება ფრონტის სხვა სექტორებში რუსეთის წარმატების ზოგადი ნაკლებობის ფონზე”, – აღნიშნულია ანალიზში.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, ეს მცდელობები, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს უკრაინისა და დასავლეთის უკრაინული ძალების მხარდაჭერისა და ნდობის შელახვას.

წინა სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით, 3 ოქტომბერს განიხილავს
შემდეგი სტატიასაგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლის ნაწილნიც ვართ, არაეფექტიანია – ფაშინიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური