რუსმა ოკუპანტებმა ბერისლავი დაბომბეს – არიან დაღუპულები

0
109

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქ ბერისლავში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი პირი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

როგორც ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინიმ განაცხადა, თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.

თუმცა, ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსულმა ავიაციამ ქალაქის თავზე 4 ბომბი ჩამოაგდო. ერთ-ერთი მათგანი საბინაო მოვლის ოფისის შენობას დაეცა. კიდევ ერთმა ბომბმა კი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა.

წინა სტატიაპრეზიდენტი ევროპაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერ შეხვედრებს განაგრძობს – ადმინისტრაცია
შემდეგი სტატიაან დააშანტაჟეს, ან დიდი ფული გადაუხადეს – ვაშაძე ზურაბიშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური