ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

0
104

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში – მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ახალგაზრდას მამის ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან.

მოსამართლე, ნანი ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაკვალიფიცირდა.

საბოლო ჯამში, გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც მანქანის დაზიანებას გულიახმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

წინა სტატიაAbrams-ის ტანკები უკვე უკრაინაშია – ზელენსკი
შემდეგი სტატიაგლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური