გლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვეს

0
117

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში, ოპოზიციონერებზე თავდასხმაში ბრალდებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მანამდე სასამართლო პროცესზე გამოკითხეს დაზარალებულები, ჯაბა ზარასპაშვილი და დათო დანელია. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც, თუმცა დანელიამ თქვა, რომ ვერცერთის ამოცნობა ვერ შეძლო, რადგან რამდენიმე პირი ფიზიკურად უსწორდებოდა.

“40 ან ორმოცზე მეტი დაახლოებით [ადამიანი იყო] თავი მტკივა, არც მინდოდა მოსვლა, უბრალოდ არ შეიძლებლოდა, რომ არ მოვსულიყავი. გათიშული მე ვიყავი, მანქანასთან რომ ვგდივარ”, – თქვა დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ ექვსივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატიალაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მუდმივად ქოცების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს – მანჯგალაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური