მთავარისიახლეებისაზოგადოებაან დააშანტაჟეს, ან დიდი ფული გადაუხადეს - ვაშაძე ზურაბიშვილზე

ან დააშანტაჟეს, ან დიდი ფული გადაუხადეს – ვაშაძე ზურაბიშვილზე

Published on

“ან დააშანტაჟეს, ან დიდი ფული გადაუხადეს,” – ამ ვარაუდს გამოთქვამს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჯაშუშობაში მხილებული ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ შეწყვეტას.

ვაშაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები შოუს ნაწილია და ფარცხალაძის საქმემ აჩვენა, ვის ემორჩილება პრეზიდენტი. ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მის გუნდს უნდობლობა აქვს და არცერთ მის შეხვედრას არ ესწრებიან.

ამით მივიღეთ მტკიცებულება, ვინ მართავს რეალურად ზურაბიშვილს. სამშაბათს და პარასკევს შორის რა განსხვავება იყო? სამშაბათს ხომ ამბობდა სასწრაფოდ გადმომიგზავნეთ, რომ შევუწყვიტო მოქალაქეობა, პარასკევს კი ახალი არგუმენტი უჩნდება.
ან დააშანტაჟეს, ან დიდი ფული გადაუხადეს. თუ ასე გაგრძელდა ფარცხალაძე-ჯაშუშის საქმე, ვფიქრობ, რომ ეს საკონსტიტუციო სარჩელიც კიდევ ერთი დადგმული კიდევ ერთი შოუა ზურაბიშვილსა და ქართულ ოცნებას შორის. რა დამოურჩილებლობა, ეს არის შოუ, რომელსაც წარმოდგენის მსგავსად, მსახიობი ზურაბიშვილი, მსახიობი კობახიძე და მსახიობ ღარიბაშვილთან ერთად რეჟისორ ივანიშვილის დავალებით გვიდგამენ ჩვენს თვალწინ. სხვა განმარტებას ამ აბსურდული და არაქართული და ანტისახელმწიფოებრი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვერ ვხედავ,” – ამბობს ვაშაძე.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...