Abrams-ის ტანკები უკვე უკრაინაშია – ზელენსკი

0
113

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ “აბრამსის” ტიპის ამერიკული ტანკები უკვე უკრაინაშია.

“აბრამსები” უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან. მე მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის! ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, ვაფართოებთ მიწოდების გეოგრაფიას”, – დაწერა ზელენსკიმ “ტელეგრამზე”.

ცოტა ხნით ადრე New York Times-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიდან წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პირველი ამერიკული “აბრამსის” ტანკები უკრაინაში ჩავიდნენ. ოფიციალურ პირებს ტანკების რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

მანამდე Politico წერდა, რომ უკრაინაში ჯერ 10 ტანკი გაიგზავნება.

წინა სტატიაან დააშანტაჟეს, ან დიდი ფული გადაუხადეს – ვაშაძე ზურაბიშვილზე
შემდეგი სტატიალაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური