მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ანსამბლ " ცისკარის" სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა (PHOTO)

ზუგდიდში ანსამბლ ” ცისკარის” სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა (PHOTO)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი “ცისკარი” (სამხატვრო ხელმძღვანელი რომეო ბულია, ქორეოგრაფები მაკა გვიჩია, რობერტ ბულია) 2001 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2011 წელს “ცისკარს” მიენიჭა სახალხო სანიმუშო ანსამბლის წოდება. 2019 წელს გაიარა სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლების ბრენდირება-სერტიფიცირების პროცესი და მიენიჭა უმაღლესი შეფასება 5 ვარსკვლავი (საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი). ანსამბლს ოცდაორ წლიანი არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს ოცდაათამდე სოლო კონცერტი, მათ შორის ქ.თბილისში “არტ-კოლხის” საკონცერტო დარბაზში.
მონაწილეობა აქვს მიღებული ასეულობით რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალზე, არის მრავალი კონკურს-ფესტივალის გრან-პრისა და ოქროს მედლის მფლობელი. წლების განმავლობაში წარმატებით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში.
ანსამბლს ჩატარებული აქვს რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი სლოგანით-“ერთად ვაკეთოთ სიკეთე”.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...