მთავარისიახლეებისაზოგადოებავოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, პარასკევს პირველად ეწვევა ახლო მოკავშირე კანადას. ინფორმაციას კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს ოფისი ავრცელებს. ვიზიტი 21-დან 22 სექტემბრამდე გაიმართება.

“კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება და ჩვენ ყოველთვის მტკიცე ვიქნებით დავიცვათ კანონის უზენაესობა და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს ნიუ-იორკში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრუდო ზელენსკის შეხვდება, რათა უკრაინის მიმართ კანადის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა დაადასტუროს. ამას გარდა, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ოტავაში, კანადის პარლამენტში.

“კანადა, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ გავზრდით ეკონომიკურ ზეწოლას პუტინის რეჟიმზე, სანამ ის პატივს არ სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. კანადა ყოველთვის იქნება უკრაინისა და უკრაინელების გვერდით, რომლებიც თავიანთი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვას აგრძელებენ,” – აცხადებენ ტრუდოს ოფისში.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...