მთავარისიახლეებიპრეზიდენტი დუმს - რატომ არ უწყდება ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა

პრეზიდენტი დუმს – რატომ არ უწყდება ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა

Published on

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს. სალომე ზურაბიშვილს, არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე არ მოუწერია ხელი ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე.

სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს 20 სექტემბერს გაუგზავნა.

19 სექტემბერს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობდა, რომ დასკვნას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა:

“პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს”

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი პროცესს აჭიანურებს, რომ გარკვეული დრო მისცეს ოთარ ფარცხალაძეს, რათა მან მოახერხოს საკუთარი ქონების ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე გადაფორმება.

ოთარ ფარცხალაძე აშშ-იმ 14 სექტემბერს დაასანქცირა. 19 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის უფლება მისცა.

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნულ ბანკში. 20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ დატოვა. 20 სექტემბერსვე ფარცხალაძემ შვილს ქონება გადაუფორმა

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...