ფაშინიანის თქმით, თუ ვითარება არ გამოსწორდა, მთიანი ყარაბაღიდან თანამემამულეების სომხეთში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში დადგება

0
113

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღიდან მათი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელი იქნება შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მათი მთიან ყარაბაღში დარჩენა შეუძლებელია, ანუ არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში.

“ჩვენ გვესმის, რომ ასეთი შეუძლებლობა ამჟამად არსებობს. თუ ვითარება არ გამოსწორდა, ეს იქნება ყველა ჩვენთაგანის დღის წესრიგში. მაგრამ ასევე მინდა გაცნობოთ, რომ 19 სექტემბერს, ანუ საომარი მოქმედებების დაწყების დღეს, ვიცე-პრემიერს ტიგრან ხაჩატრიანს დავავალე განეხილა ხელისუფლების კოლეგებთან, როგორ, სად და რით დავუჭერთ მხარს ჩვენს თანამემამულეებს. სომხეთში ხალხის შესაძლო შემოდინების შემთხვევაში მომზადდა 40 000-ზე მეტი ადგილი, საუბარია საცხოვრებელ ადგილებზე, ასევე ჯანდაცვაზე და კვებაზე. ეს არის კოორდინირებული პოზიცია მთიანი ყარაბაღის პარტნიორებთან”, – თქვა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, პირველი გეგმაა, რომ არ გავიდნენ სომხები მთიანი ყარაბაღიდან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე.

ფაშინიანმა გუშინ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობის ევაკუაცია უნდა იყოს მესამე გეგმა და არა – პირველი ან მეორე, რათა არ აღმოჩნდეს, რომ სომხეთი ეთნიკურ წმენდას საკუთარი ხელით ახორციელებს.

წინა სტატიამდინარაძე ამბობს, რომ სანქცირებული ფარცხალაძე გამოკითხეს
შემდეგი სტატიაგლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური