მთავარისიახლეებიმდინარაძე ამბობს, რომ სანქცირებული ფარცხალაძე გამოკითხეს

მდინარაძე ამბობს, რომ სანქცირებული ფარცხალაძე გამოკითხეს

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს. დეპუტატმა ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიაწოდა.

მდინარაძემ თქვა, რომ ფარცხალაძე გამოძიების დაწყების დღესვე დაიბარეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცხადდა.

მანამდე მდინარაძე ამბობდა, რომ გაუგებარი იყო რის საფუძველზე უნდა დაებარებინათ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ არსებობდა.

“მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, თქვენ თუ შეგიძლიათ გამახსენოთ მტკიცებულება რა იყო მის ბრალდებასთან დამადასტურებელი და აუცილებლად ავდგები და მეც ვიკითხავ, როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით რატომ არ იბარებენ, თუ არაფერია და ცარიელი ფურცელია, კითხვაც კი რა უნდა დაუსვან შეიძლება ამაზეც პოზიცია არ არსებობდეს საგამოძიებო უწყებაში, ეს მხოლოდ ვარაუდია”, – ამბობდა მდინარაძე მანამდე.

19 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. მუხლი დაკონკრეტებული არ ყოფილა.

14 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ლილუაშვილის უწყებამ განცხადება 15 სექტემბერს გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა. ამის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურს საკითხზე ოფიციალური კომენტარი, ან განცხადება აღარ გაუვრცელებია.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...