გლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს

0
126

გლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. ადგილზე ამ წუთებში ვითარება დაძაბულია. შეგახსენებთ, საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის ცემის შემდეგ გლდანში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა პოლიციელებთან.

შეგახსენებთ, გლდანში, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს რამდენიმე ათეულმა მოძალადემ ხელკეტებითა და ბლაგვი საგნებით სასტიკად სცემა. თავდასხმა მოულოდნელად მოხდა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, იმ დროს როდესაც საკრებულოს დეპუტატი სხდომის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.

წინა სტატიაფაშინიანის თქმით, თუ ვითარება არ გამოსწორდა, მთიანი ყარაბაღიდან თანამემამულეების სომხეთში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში დადგება
შემდეგი სტატიაეს არის კორცხელი მეხუთე ხარისხში – მელია ენმ-ის წევრების ცემაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური