ეს არის კორცხელი მეხუთე ხარისხში – მელია ენმ-ის წევრების ცემაზე

0
188

ნიკა მელიას განცხადებით, დღევანდელ თავდასხმაში ენმ-ის საკრებულოს დეპუტატზე, ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების დღეს უბნები დაარბიეს.

ქალებს და არასრულწლოვან ბავშვებს შეეხნენ, ეს არის კორცხელი მეხუთე ხარისხში აყვანილი, რაც მოხდა კორცხელში იმაზე გაცილებით მძიმე შემთხვევა იყო – თქვა ნიკა მელიამ დაკავებამდე.

ენმ-ში ამბობენ, რომ 50-მდე პირი დაესხა თავს ეძგვერაძეს. ისინი მომხდარში კალაძისა და გლადნის მაჟორიტარის, კოტე ზარნაძის უახლოეს გარემოცვას ადანაშაულებენ. მათივე თქმით, თავდასხმაში მონაწილეობდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გუჯა შუკაკიძე.

ცოტა ხნის წინ, დაპირისპირებისას დააკავეს თავად ნიკა მელიაც. დაკავებული არიან ენმ-ის სხვა წევრები.

იქამდე კი გლდანში, საკუთარ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს დაესხნენ თავს, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინა სტატიაგლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს
შემდეგი სტატიაპრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა, ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას – ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური