მთავარისიახლეებიბალდის მოსახლეობამ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ კანიონის 20 წლით გასხვისება კიდევ ერთხელ...

ბალდის მოსახლეობამ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ კანიონის 20 წლით გასხვისება კიდევ ერთხელ გააპროტესტა

Published on

ბალდის მოსახლეობამ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ კანიონის 20 წლით გასხვისება კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ. როგორც ისინი ამბობენ, სახელმწიფომ ბალდის კანიონი კერძო კომპანიაზე ადგილობრივებთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა და ისინი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დატოვა.

კანიონი შპს “კანიონ 350”- ზე გასხვისდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათ ტენდერი კანონის სრული დაცვით მოიგეს და კანიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნახევარი მილიონი ლარის ინვესტირებას აპირებენ. მათივე ინფორმაციით, კანიონზე სარემონტო სამუშაოები თითქმის უკვე დასრულებულია.

ბალდის კანიონზე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა”.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, სასამართლოს განცხადებით მიმართა და დავის განხილვის ვადით, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მიერ სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.

მიგვაჩნია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბუნების ძეგლის განკარგვის პროცესი ააშკარავებს იმ სისტემურ და ფუნდამენტურ ჩავარდნებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ახასიათებს საქართველოში. ეს ჩავარდნები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სექტორით და თანაბრად პრობლემურია წიაღისეულის მოპოვების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ურბანული განვითარების და დაცული ტერიტორიების მართვის თაობაზე სხვადასხვა უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ადგილობრივების უფლებების და ინტერესების სრული უგულებელყოფით წარიმართება”, – ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

ადგილობრივებმა ბალდის კანიონის კერძო კომპანიაზე გასხვისება რამდენიმე დღის წინაც გააპროტესტეს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...