მთავარისიახლეებიანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის მე-2 ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია გადავიდნენ...

ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის მე-2 ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია გადავიდნენ – დავითაშვილი

Published on

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილმა დააკონკრეტა ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები რომელი ქვეყნიდან არიან. მინისტრი სწორედ ამ თემაზეა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული.

მან თქვა, რომ საბოლოოდ მიიღეს 4 განაცხადი 4 პრეტენდენტისგან, კომპანიებს განცხადებებში გარკვეული ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად მისცეს ერთი თვე, შემდეგ კი დამატებით 1 თვე დასჭირდათ საბოლოოდ მათ შესაფასებლად.

დავითაშვილი ამბობს, რომ კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ, არც ამერიკულ კომპანიებს.

მისივე განცხადებით მეორე ეტაპზე გადასულები არიან – შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

“საბოლოოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის სწორად წარმართვისთვის, და სწორი შედეგის მიღებისთვის დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ეს არის ერთი კომპანია შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე. მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარმოდგენილ ეტაპი, ვერ გადავიდნენ”, – თქვა დავითაშვილმა.

მინისტრი აცხადებს, რომ შემდეგ თვეებში ექნებათ მოლაპარაკებები, რომ მიიღონ წინადადებები და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზე და ხარისხზე იქნება დამოკიდებული ვინ იქნება პარტნიორი პორტის მშენებლობაში. დავითაშვილი ამბობს, რომ კომპანიებთან კონფიდენციალურობის შეთანხმებიდან და საერთაშორისო დირექტივებიდან, ასევე ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე კომპანიების სახელებს კონკურსის დასრულებამდე ვერ დაასახელებს.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილების ანაკლიის პორტის 51% მფლობელი სახელმწიფო იქნება, 49%-ის კერძო პარტნიორი.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...