მთავარისიახლეები"ვეტო აგრესორის ხელში არის ის, რამაც გაერო ჩიხში შეიყვანა" - ზელენსკი უშიშროების...

“ვეტო აგრესორის ხელში არის ის, რამაც გაერო ჩიხში შეიყვანა” – ზელენსკი უშიშროების საბჭოს რეფორმას სთავაზობს

Published on

“ვეტო აგრესორის ხელში არის ის, რამაც გაერო ჩიხში შეიყვანა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დელეგატებს ორგანიზაციის რეფორმა შესთავაზა.

ზელენსკი მოკავშირეებს სთავაზობს, გააუქმონ წესი, რომლის თანახმად, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლიათ. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გაეროს მუშაობა ამჟამად პარალიზებულია, რადგან რუსეთი, როგორც აგრესორი სახელმწიფო, ბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვეტოს გამოყენებით.

“ვეტო აგრესორის ხელში არის ის, რამაც გაერო ჩიხში მიიყვანა. ვეტოს გამოყენება არის ის, რაც რეფორმას საჭიროებს და ეს შეიძლება იყოს საკვანძო რეფორმა. ის, რომელიც აღადგენს გაეროს წესდების ძალას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის საკითხი აქტუალური უკრაინაში ომის შემდეგ გახდა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...