მოსახლეობა ხედავს, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებით, თუმცა, ყველაფერი დალაგდება – კალაძე

0
133

„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის
კონსტიტუციას იცავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა. არ ვიცი რა ჰქვია ამას. რაც გინდათ, ის დაარქვით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუმცა, ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“.

ამბობს მერი კალაძე საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას.

წინა სტატიაეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე
შემდეგი სტატიაკერძო სკოლებში გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულოობა – ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური