ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

0
151

“ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია – არის ასეთი გამოთქმა” – აცხადებს “ოცნების” თავმჯდომარე სებ-იდან ვიცე-პრეზიდენტებისა და მრჩევლის წასვლასთან დაკავშირებით – “ამ შემთხვევაში, ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს” ამბობს კობახიძე.

მისივე მტკიცებით, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და უარზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, ნათია თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილების შემდეგ, ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენის შესახებ, გუშინ, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკი დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ასევე თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ.

წინა სტატიაგადაცემა “დიალოგი” [Video]
შემდეგი სტატიამოსახლეობა ხედავს, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებით, თუმცა, ყველაფერი დალაგდება – კალაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური