მთავარიUncategorizedომის 574-ე დღე - სად რა ხდება უკრაინაში

ომის 574-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის რეგიონებზე წუხანდელი საჰაერო შეტევის დროს მტრის მიერ გამოშვებული 24 “შაჰიდიდან” 17 ჩამოაგდეს. ღამის განმავლობაში უკრაინის უმეტეს რეგიონებში, პლუს კიევში, საჰაერო განგაში იყო.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ლიკვიდირებულია 520 რუსი ოკუპანტი, საერთო ჯამში კი, ლიკვიდირებული და მწყობრიდან გამოყვანილი სამხედროების რიცხვი თითქმის 274 ათასია. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ასევე, განადგურებულია მოწინააღმდეგის 7 ტანკი და 34 საარტილერიო სისტემა.

19 სექტემბერს, გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტმა დღეისათვის აქტუალურ, მთავარ თემებზე ისაუბრა:

“თავის დროზე, ბირთვული შეიარაღების შემცირებამ თავიდფან ვერ აგვაცილა ის ომი, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს”;

“უკრაინამ გასცა თავისი, სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი. მაშინ მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ რუსეთი ყოფილიყო ასეთი ძალის შემნახველი. მაგრამ ისტორიის განვითარებამ გვიჩვენა, რომ ჯერ კიდევ მაშინ, 1990-იანებში, სწორედ რუსეთი იმსახურებდა ბირთვულ განიარაღებას. ის ახლაც იმსახურებს განიარაღებას, რადგან ტერორისტები არ უნდა ფლობდნენ ბირთვულ იარაღს”;

“რუსეთი ყოველ ახალ ათწლეულში ახალ ომს იწყებს”;

“უკრაინის მშვიდობის ფორმულა არის ისტორიული შანსი, რომ მსოფლიოში პირველად, მშვიდობა დამყარდეს იმ ხალხის პირობების გათვალისწინებით, რომლებსაც თავს დაესხნენ”;

“რუსეთი ახდენს უკრაინელი ბევშვების დეპორტაციას რუსეთში, წყვეტს მათ კავშირს ოჯახებთან და ასწავლის მათ, როგორ უნდა სძულდეთ უკრაინა – ეს ნამდვილი გენოციდია”;

“ჩემთვის ცნობილია კულისებს მიღმა ჩრდილოვანი გარიგებების მცდელობების შესახებ. ბოროტების ნდობა არ შეიძლება. შეეკითხეთ პრიგოჟინს, ღირს თუ არა ენდო პუტინის დანაპირებს”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენანსამბლიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...