წალენჯიხაში კემბრიჯის სკოლა აშენდება

0
224

წალენჯიხაში კემრიჯის სკოლა აშენდება – ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ გააჟღერა.
“ღირდა ლოდინად.
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დავიწყეთ იმ მიწის ათვისება სადაც საქართველოს უნივერსიტეტი ჩვენთან გია ხარჩილავა / Gia Kharchilava მამუკა ხაზარაძე Koka Topuria ერთად სრულიად უნიკალურ პროექტს უყრის საფუძველს! ფაბრიკის ტერიტორიაზე პირველი ბურღი დატრიალდა!!
კემბრიჯის სკოლა წალენჯიხაში აშენდება!
ესეც გენ.გეგმა და საოკუპაციო გამყოფ ხაზზე ამ სკოლის მნიშვნელობაზე აღარ გკადრებთ რომ გესაუბროთ!
ჩვენ ვიცით რა გვინდა და გვაქვს მიზანი; ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობითა და მისი ინტერნაციონალიზმით მოხდება!” – წერს თამარ ბელქანია.

წალენჯიხაში კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის კამპუსი 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მათგან 250-ს კამპუსში ცხოვრებაც შეეძლება. გარდა ამისა, სკოლა-ინტერნატს ექნება საცხოვრებელი, სადაც მშობლები და პროფესორ-მასწავლებლები შეძლებენ დარჩენას.კამპუსი, დაახლოებით, 2-3 წელიწადში აშენდება და, სავარაუდოდ, სამი წლის თავზე, სასწავლო პროცესიც დაიწყება. კერძო სკოლაში სწავლა მოსწავლეებს მე-6 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით შეეძლებათ.რაც შეეხება სწავლის საფასურს, სკოლა ფასიანი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოსწავლეებისთვის, თუმცა როგორც ივნისში, პროექტის პრეზენტაციისას საქართველოს უნივერისტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ განაცხადა ქართველი მოსწავლეებისთვის სწავლა გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე – უცხოელებისთვის.

წინა სტატიამთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
შემდეგი სტატიაერევნის ცენტრში სროლის ხმები ისმის, რუსეთის საელჩო ბლოკირებულია (ვიდეო)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური