“გვაქვს საფუძველი, ვუთხრათ, მოდი რა, დაისვენე, ნუ გააფუჭებ საქმეს” – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს.
ზარქუას თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით ერთვება საკითხებში და თან ამბობს, რომ “არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ეს ხელისუფლება, ეს არ არის მხარდამჭერი განცხადება პრეზიდენტისგან”.
ახლა რომ ჩაერთე, ბიჯო, არავინ გეკითხება, შენი მანდატი ეს არ არის და მაინც კონსტიტუციის დარღვევით ერთვები ამ საკითხში, რა არის ეს. თან აქ საუბრობ, რომ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ეს ხელისუფლება, ეს არ არის მხარდამჭერი განცხადება პრეზიდენტისგან. გვაქვს საფუძველი, გონივრული საფუძველი, რომ ვუთხრათ, მოდით რა, ქალბატონო, დაისვენეთ, იყავით რა ამ სასახლეში, სადაც ხართ. სადაც ამდენი ხანი არ გასულხარ, არ დაინტერესებულხარ, მოდი, რა, ახლაც დაისვენე, ნუ გააფუჭებ საქმეს”, – ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა.