მთავარისიახლეებიბუდანოვის თქმით, უკრაინელებმა რუსეთ-ყირიმის სახმელეთო დერეფანი, შესაძლოა, დაზამთრებამდე მოშალონ

ბუდანოვის თქმით, უკრაინელებმა რუსეთ-ყირიმის სახმელეთო დერეფანი, შესაძლოა, დაზამთრებამდე მოშალონ

Published on

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო კავშირების გაწყვეტის ოპერაცია შესაძლოა დაზამთრებამდე დაასრულონ.

გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში მან ისაუბრა რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაზეც. ბუდანოვის თქმით, ამის მიზანი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოფიტვა, რუსული სამხედრო ტრანსპორტისა და ბომბდამშენების მწყობრიდან გამოყვანა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დაზიანებაა.

როგორც ბუდანოვი ამბობს, დრონებით შეტევას აქვს ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზანიც: რუსეთის მოსახლეობის შეშფოთება და ქვეყნის შიგნით ნორმალური ეკონომიკური პროცესების დარღვევა. მას ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს მოსკოვის და პეტერბურგის აეროპორტების დროებით დახურვა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

ბუდანოვმა ასევე განმარტა, რომ 25-ე რუსული კომბინირებული შეიარაღების არმიას, რომელიც ახლა ნაადრევად იქნა განლაგებული აღმოსავლეთ ფრონტზე ლიმანისა და კუპიანსკის გარშემო, ჰყავს საჭირო პერსონალის მხოლოდ 80% და აღჭურვილობის 55%.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...