მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ერთ დღეს დაკრძალეს მეტადონის ზედოზირებით გარდაცვლილი ოთხი კაცი

ზუგდიდში ერთ დღეს დაკრძალეს მეტადონის ზედოზირებით გარდაცვლილი ოთხი კაცი

Published on

16 სექტემბერს, შაბათს, ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაციაზე, ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზედოზირებით გარდაცვლილი ოთხი ადამიანი დაკრძალეს. 

“ოდიშინიუსითვის” ცნობილი გახდა, რომ ოთხიდან ორი რაჭაში, კერძო შეკვეთაზე, ხელოსნებად მუშაობდნენ, ისინი ზუგდიდში ნარკოტიკის შესაძენად ჩამოვიდნენ და ორ ადგილობრივ მეგობართან ერთად, 4 გრ, მეტადონი იყიდეს (ერთი გრამი 500 ლარად). 

მათი ზუგდიდში ჩასვლის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. პირველი დოზის მიღების შემდეგ ორი ახალგაზრდა ისევ რაჭაში გაემგზავრა, ორი კი ზუგდიდში დარჩა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

“ოდიშინიუსის” ინფორმაციით, ნარკოტიკის გაყოფის შემდეგ ორმა ზუგდიდში დარჩენილმა პირმა, თავიანთ სახლებში მისვლისთანავე კიდევ თითო დოზა მიიღეს. ასევე მოიქცნენ რაჭაში აბრუნებული ხელოსნებიც. 

გარდაცვლილთა ახლობლები პირად საუბარში ამბობენ, რომ დოზის დამატების შემდეგ, ოთხივეს ჩაეძინა, რაც გარდაცვალების ფაქტორი გახდა. 

რაჭაში, ერთ-ერთი ჩაძინებული ხელოსანი მეგობრებმა მოიკითხეს, როცა ის სამუშაო ადგილზე არ გამოცხადდა. როგორც ამბობენ, მას პულსი ესინჯებოდა, რის შემდეგაც სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში და ანტიდოტიც გაუკეთეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ორი გარდაცვლილი ზუგდიდში რაჭიდან ჩაასვენეს, ორი კი თავიანთ სახლებში, გარდაცვლილი იპოვეს. ოთხივე გარდაცვლილი შაბათს დაკრძალეს. 

სიახლეები

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...

დააკავეს სამი პირი, რომლებმაც 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. უწყების...

საია- ევროკავშირის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, საპოლიციო ძალადობის გამოუძიებელი შემთხვევები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა...