მთავარისიახლეებისაზოგადოებაქვეყანა ოკუპაციის ახალი ტალღის მოლოდინში - დათო ქაცარავას განცხადება

ქვეყანა ოკუპაციის ახალი ტალღის მოლოდინში – დათო ქაცარავას განცხადება

Published on

ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად საოკუპაციო ზოლის მონიტორინგს 207 წლიდან აწარმოებს, აცხადებს, რომ ზემო რაჭიდან თრუსოს ხეობის ჩათვლით, ოკუპანტები არარსებული საზღვრის გაფართოებას გეგმავენ. საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაკარგულა და რომელიც, რუკების მიხედვით, ამ დრომდე არ შედის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების შემადგენლობაში.

მისი თქმით, გასული თვის ბოლოს ოკუპირებული ცხინვალის “მთავრობის” დავალებით უკვე დასრულდა ე.წ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამუშოები, რის საფუძველზეც ოკუპაციის ახალი გეგმა მზადდება. მისი სისრულეში მოყვანის შემთხვევაში კი, ოკუპაციის ახალი კერები გაჩნდება ზემო რაჭის, ზემო იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

“საუბარი არის იმ რუკაზე, რომლის მიხედვითაც, საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს დამატებითი 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას. ჩვენი ჯერჯერობით არაოკუპირებული ნაწილის ოკუპაციას. საუბარი არის, აი, ამ აღიარების გარეთ მდებარე 208 კვ.კმ.-ზე, რომელიც მთელი პერიმეტრის, მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს. დაწყებული მამისონის უღელტეხილით, დასრულებული თრუსოს ხეობით. საოკუპაციო რეჟიმმა ამაზე კარგა ხანია დაიწყო საუბარი და თავის ე.წ. სადელიმიტაციო კომისიას დაავალა ამ რუკების მომზადება. სრული იგნორირება ხდება აი, ამ უდიდესი საფრთხის, რასაც ჩვენი მიწების ახალი ოკუპაცია ჰქვია. ერთი პრევენციული ნაწილი არ გადაუდგამს ხელისუფლებას, თუნდაც განცხადების დონეზე. ჩვენ კი ველოდებით ახალი ოკუპაციის დაწყებას და, აი, ამ ოკუპაციის პირისპირ რჩება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა,” – აცხადებს ქაცარავა “მთავარ არხთან” საუბარში.

რუკაზე ჩანს, რა ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას ე.წ. სამხრეთ ოსეთი:

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...