ნიკო კვარაცხელიას საფლავზე დადებული ყვავილები მოიპარეს

0
158

ქილერის მიერ თბილისში, ორი წლის წინ მოკლული ახალგაზრდა მეცნიერისა და ბიზნესმენის ნიკო კვარაცხელიას საფლავზე დადებული ყვავილები მეორე დღეს ადგილზე აღარ იყო – მიხაკები, თეთრი ვარდები და სხვა თაიგულები უცნობმა პირებმა მოიპარეს.

ფოტოები 12 საათის სხვაობით ნიკო კვარაცხელიას დედამ გამოაქვეყნა.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.

მკვლელობაში ბრალდებულები, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.

წინა სტატიაზუგდიდში ერთ დღეს დაკრძალეს მეტადონის ზედოზირებით გარდაცვლილი ოთხი კაცი
შემდეგი სტატიაყვარლის მუნიციპალიტეტი დაისეტყვა, მდინარეები და ნაკადულები ადიდდა, ეზოები დატბორილია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური