მთავარისიახლეებიმაღალია ალბათობა, რომ ფარცხალაძე საქართველოს ხელისუფლების დავალებით მუშაობდა - ლომჯარია

მაღალია ალბათობა, რომ ფარცხალაძე საქართველოს ხელისუფლების დავალებით მუშაობდა – ლომჯარია

Published on

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მაღალია ალბათობა, რომ ფარცხალაძე საქართველოს ხელისუფლების დავალებით მუშაობდა და საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარების ხარჯზე მდიდრდებოდა.

“გამარჯვების პლატფორმის” დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ რომ კიდევ იყოს მსგავსი გადაწყვეტილებები სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ.

ღიმილისმომგვრელიცაა სუს-ის მხრიდან ეს განცხადება, რომ შესწავლას დაიწყებენ, იმიტომ, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ოთარ ფარცხალაძე სწორედ საქართველოს ხელისუფლების დავალებით და მათთან კოორდინაციით და კომუნიკაციით მუშაობდა და მდიდრდებოდა იმის ხარჯზე, რომ საქართველოში რუსეთის, ამ ოკუპანტი და ტერორისტი სახელმწიფოს ინტერესებს ატარებდა. არ გამოვრიცხავ, რომ არის ზოგადად ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ და ვინ ახდენს საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას, ამიტომ, ვერ გეტყვით, რა იგეგმება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ იყოს მსგავსი გადაწყვეტილებები”. – ამბობს ნინო ლომჯარია.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...