მთავარისიახლეები"ფარცხალაძე რუსეთის ФСБ-სთან თანამშრომლობდა... სუსი ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება" | იურისტები

“ფარცხალაძე რუსეთის ФСБ-სთან თანამშრომლობდა… სუსი ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება” | იურისტები

Published on

შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციებს უმძიმესი საფუძველი აქვს, რაც ხელისუფლებას ავალდებულებს ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიება დაიწყოს. იურისტები ასახელებენ მუხლსაც და ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანი, მთავარი პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი რუსეთის ეფ-ეს-ბესთან თანამშრომლობით საქმიანობდა. ეს არის უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების აღმოჩენა, რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, როგორც დანაშაული. მხოლოდ აი ამ ცნობის გავრცელებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება”, – ამბობს ირაკლი აბესაძე.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...