მთავარისიახლეები"ჩემი ვარაუდით, სამუშაოები მომდევნო თვეში დაიწყება" | ლაშა ხუციშვილი ანაკლიის პორტზე

“ჩემი ვარაუდით, სამუშაოები მომდევნო თვეში დაიწყება” | ლაშა ხუციშვილი ანაკლიის პორტზე

Published on

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ვარაუდით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მომდევნო თვიდან უნდა დაიწყოს.მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა ბიუჯეტი, რომელიც ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს – ამ პროცესს კი რამდენიმე კვირა დასჭირდება.

მისივე განმარტებით, პორტის მშენებლობის სამუშაოებზე მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით 20 მილიონი ლარი არის გამოყოფილი, რომელიც უშუალოდ წელს იქნება დახარჯული შესრულებულ სამუშაოებზე.

ჩემი ვარაუდით, სამუშაოების დაწყების პროცესი იქნება მომდევნო თვეში. ბუნებრივია, ჩვენ წარმოვადგინეთ ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტში გაგზავნას – მის დამტკიცებას, მიღებას და ასე შემდეგ, რომელსაც დასჭირდება რამდენიმე კვირა. ამის შემდეგ ეს დაფინანსება იქნება ხელმისაწვდომი. ეს იქნება უფრო მეტად მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის რომ მომდევნო წლისთვის უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა.

რაც შეეხება უშუალოდ გამარჯვებულის გამოვლენას, აქ ინტერესი გამოხატული აქვს რამდენიმე კომპანიას ჩემი ინფორმაციით და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, თუ რამდენი კომპანია გადავა შემდეგ ეტაპზე და რა ვადებში იქნება შესაძლებელი დასრულებული გამარჯვებულის გამოსავლენად, ვინც უშუალოდ იქნება ჩართული პორტის მშენებლობაში”, – თქვა ხუციშვილმა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...