მთავარისიახლეებიშარშან EU-მ მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა - პაპუაშვილი

შარშან EU-მ მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა – პაპუაშვილი

Published on

დღეს საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, მეორე ერთობლივი კონფერენცია იმართება სახელწოდებით “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ”.

ადგილზე იქნებიან დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ შარშან ევროკავშირმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო დაჩაგრა.

“ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. შარშან ვნახეთ, რომ გადაწყვეტილება სამივე ქვეყნის მიმართ იყო პოლიტიკური, ნაკლებად დაფუძნებული დამსახურებებზე თუ სხვა ასეთ საკითხებზე. სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი და ეს რა თქმა უნდა, არის ამავე დროს გზავნილი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, რაც იმედგაცრუებას იწვევს ხოლმე ასეთი გადაწყვეტილება, არამედ არის გზავნილი მათთვის, ვინც არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. ამიტომ მნიშვნელოვანია ევროკავშირმა გააცნობიეროს კიდევ ერთხელ თუ რა სამომავლო გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მიიღოს ამ ჯერზე მაინც, სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....