მთავარისიახლეებიპუტინს რუსეთის იმპერიის დიდების აღდგენა სურდა, ახლა კი დახმარებას კიმ ჩენ ინს...

პუტინს რუსეთის იმპერიის დიდების აღდგენა სურდა, ახლა კი დახმარებას კიმ ჩენ ინს სთხოვს – სახელმწიფო დეპარტამენტი

Published on

“წლინახევრის წინ ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ომი იმის ფიქრით, რომ აპირებდა რუსეთის იმპერიის დიდების აღდგენას და მან ვერ მიაღწია მაქსიმალისტურ, იმპერიალისტურ მიზანს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

“წლინახევრის წინ ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ომი იმის ფიქრით, რომ აპირებდა რუსეთის იმპერიის დიდების აღდგენას და მან ვერ მიაღწია მაქსიმალისტურ, იმპერიალისტურ მიზანს, ახლა კი, წლინახევრის შემდეგ, ათიათასობით რუსი ჯარისკაცი და მილიარდობით და მილიარდობით დოლარის დახარჯვის შემდეგ კიმ ჩენ ინს დახმარებას სთხოვს”, – აღნიშნა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გამო.

“ჩვენ ჯერ არ გვინახავს ამ შეხვედრის სრული სურათი და არ ვიცით რა იქნება მისი შედეგები, მაგრამ როცა ხედავთ, რომ კიმ ჩენ ინი სრულ, უპირობო მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის ე.წ. ინტერესებს”, – განაცხადა მილერმა.

კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი 13 სექტემბერს ვოსტოჩნის კოსმოდრომზე შეხვდნენ. ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა სამხედრო მარაგების შესახებ ისაუბრეს. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ რუსეთი დახმარებისთვის მიმართავს DPRK-ს, აჩვენებს, თუ როგორ ვითარდება უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი კრემლისთვის.

შეერთებული შტატები იმუქრება, რომ ახალ სანქციებს დააწესებს, თუ ჩრდილოეთ კორეა მოსკოვს იარაღს მიაწვდის უკრაინაში ომისთვის.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...