მთავარისიახლეებიგანსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით

განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით

Published on

ის, რასაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით, არის დაჩქარება და რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი განსაკუთრებით მოელის პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიამ თქვა, რომ 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია არის ამ ეტაპზე შესრულებული, ივნისის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და გარკვეული პროგრესიც იქნა მიღწეული. ევროკომისიის მომდევნო შეფასებას ჩვენ 1 თვის შემდეგ მოვისმენთ, ჩვენ ველოდებით გაფართოების ანგარიშს. გარკვეულ პუნქტებზე პროგრესი იქნა მიღწეული, რომელი პუნქტებიც ნაწილობრივ შესრულდა, წინ კიდევ რამდენიმე კვირა არის დარჩენილი.

იმედი მაქვს, რომ ძალისხმევას გააძლიერებენ და მიაღწევენ მაქსიმალურ პროგრესს. ჩვენთვის ყველა პრიორიტეტი არის თანაბრად მნიშვნელოვანი მაგრამ თქვენ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოსეფ ბორელისგან მოისმინეთ, რონ ჩვენ განსაკუთრებულ პროგრესს ველოდებით დეოლიგარქიზაციის კუთხით, ეს არის ძალიან კონკრეტული სამოქმედო გევმა, რომელსაც მთავრობამ უნდა მოკიდეოს ხელი, ასევე მნიშვნელოვანია სასამართლოს რეფორმა, მედია თავისუფლება, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფრონტზე მაქსიმალურ პროგრესს მიაღწიონ, ჯოზეფ ბორელმა, ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ თქვა, რომ გთხოვთ დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საკდმაოდ მკაფუოდ თქვა, რომ უკრაინას, მოლდოვას და დას.ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანას აქვს, კანდიდატის სტატუსი, და რაც შეეხება საქართველოს, მას მიანიჭეს ევროპული პერსპექტივა” -აღნიშნა ელჩმა.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...