მთავარისიახლეებიევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ლუკაშენკოს რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს უწოდებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ლუკაშენკოს რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს უწოდებს

Published on

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების “თანამონაწილე”უწოდა.

“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობის მიცემისთვის, ლუკაშენკოს რეჟიმი გახდა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას უკრაინას მიყენებულ ნგრევასა და ზარალზე”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის ტექსტში ასევე აღნიშნულაი, რომ სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, გამოიძიოს არა მხოლოდ პუტინის და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობოს, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობის შესაძლო დანაშაულები.

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრებს დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ბელარუსის ხელიუფლების წარმომადგენლების მიმართ. რეზოლუცია ასევე ითხოვს ლეგალური გზების პოვნას ბელარუსის ხელმძღვანელობისა და მასთან დაკავშირებული ერთეულებისთვის აქტივების ჩამორთმევისთვის, უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის მიზნით.

ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს “გაფართოვონ და გააძლიერონ სანქციების ფარგლები” რუსეთის წინააღმდეგ. მან შესთავაზა ხელისუფლებებს ბელარუსის წინააღმდეგ იგივე სანქციების გამოყენება, რაც ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...